ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 სექტემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილეებად ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი დანიშნა.
36 წლის ეკატერინე გუნცაძე საჯარო ფინანსების მართვის სპეციალისტია. 2008 წლიდან ფინანსთა სამინისტროში მუშაობს. 2015 წლიდან მას ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
30 წლის მირზა გელაშვილი პროფესიით ეკონომისტია. 2015 წლის დეკემბრიდან ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე მას მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)