skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ამერიკელი ტურისტი გათავისუფლდა და იგი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი.

როგორც სუს-მა 6 სექტემბერს აღნიშნა, აშშ-ის მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯავის რაიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. განცხადებაში დაკავების დრო მითითებული არ არის.

კრამერმა, რომელიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფება, თქვა, რომ მას „კავკასიის გავლით“ შავი ზღვის მიმართულებით სურდა ლაშქრობა, როდესაც „გადაკვეთა საზღვარი, რომლის შესახებაც არ იცოდა“.

„ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მთელი ეს დრო ციხეში ვიყავი და შემდეგ გამათავისუფლეს“, აღნიშნა მან.

სუს-ის განცხადებით, დაკავებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button