ახალი ამბები

ცესკო-მ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 აგვისტოს ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს ცნობით, მოახლოებული არჩევნებისთვის 50 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა. ცესკომ 9 ივლისს რიგითი ნომრები უკვე მიანიჭა იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც  წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0.75% ან მეტი მიიღეს.

წილისყრის შედეგად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტები შემდეგი საარჩევნო ნომრებით ისარგებლებენ:

  • N1 – მესამე ძალა [სტრატეგია აღმაშენებელი];
  • N2 – ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის;
  • N3 – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა;
  • N4 – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
  • N5 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • N6 – ევროპელი დემოკრატები;
  • N7 – ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები;
  • N8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
  • N9 – ლელო;
  • N10 – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
  • N11 – რესპუბლიკელები;
  • N12 – კანონი და სამართალი;
  • N13 – საქართველო;
  • N14 – გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
  • N15 – მამული;
  • N16 – მწვანე დედამიწა;
  • N17 – რეფორმერი;
  • N18 – ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი;
  • N19 – ევროპელი სოციალისტები;
  • N20 – გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო;
  • N21 – პროგრესი და თავისუფლება;
  • N22 – საქართველოს განვითარების პარტია;
  • N23 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო;
  • N24 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია;
  • N25 – გახარია – საქართველოსთვის;
  • N26 – თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა;
  • N27 – თეთრები;
  • N28 – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ);
  • N29 – მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის;
  • N30 – მშრომელთა სოციალისტური პარტია;
  • N31 – ერი;
  • N32 – ელენე ხოშტარია – დროა;
  • N33 – ეკა ბესელია – სამართლიანობისთვის;
  • N34 – მემარცხენე ალიანსი;
  • N35 – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა;
  • N36 – გირჩი;
  • N37 – თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა);
  • N38 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
  • N39 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა;
  • N40 – სახე +;
  • N41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;
  • N42 – დემოკრატთა ალიანსი;
  • N43 – მესამე გზა;
  • N44 – სახალხო პარტია;
  • N45 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება;
  • N46 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა;
  • N47 – თავისუფალი დემოკრატები;
  • N48 – ანა დოლიძე – ხალხისთვის;
  • N49 – რეფორმატორები;
  • N50 – გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button