ახალი ამბები

ასლან ბჟანიამ ცხინვალში ვიზიტი დაასრულა

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია 6-9 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს სტუმრობდა, სადაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავთან დაკავშირებულ ღონიძიებებს დაესწრო.

ბჟანიასთან ერთად ცხინვალში ოკუპირებული აფხაზეთის  „ფინანსთა მინისტრი“ ვლადიმირ დელბა, „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე, „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ ლევ კვიცინია, „სახელმწიფო ადმინისტრაციების დეპარტამენტის უფროსი“ ბესლან კვიცინია და „ვიცე-სპიკერი“ რაულ ლოლუაც იმყოფებოდნენ.

„2008 წლის აგვისტომ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დიდი რუსეთი თავის მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებს“, – განაცხადა ბჟანიამ, რომელსაც ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა უმასპინძლა.

აღნიშნა რა, რომ საქართველოს ორი რეგიონის დაპყრობის განზრახვაზე ჯერაც არ უთქვამს უარი, აფხაზეთის ლიდერმა განაცხადა, რომ სოხუმი და ცხინვალი „საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აძლიერებენ და რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ზრდიან“.

ვიზიტის ფარგლებში ბჟანიამ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის,  გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა მემორიალები.

ორი ოკუპირებული რეგიონის ლიდერებმა ახალგორში ქსნის ერისთავების სასახლეში „ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიც“ მოინახულეს. ოსური მედიის ინფორმაციით, ექსკურსიის დროს ბიბილოვმა ბჟანიას ქსნის ერისთავების ცხოვრების შესახებ, ასევე სასახლის მშენებლობის ისტორია უამბო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button