skip to content
ახალი ამბები

საქართველომ „სინოვაკის“ ვაქცინის 500 000 დოზა მიიღო 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივლისს განაცხადა, რომ საქართველომ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინის 500 000 დოზა მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა საჭიროზე მეტი ვაქცინა აქვს და მოუწოდა მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

„სინოვაკის“ ახალ პარტიამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა, ხოლო 2 ივლისს „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ნახევარ-ნახევარ მილიონი დოზა ჩამოვიდა.

საქართველომ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო და დღეის მდგომარეობით, 368 179 მოქალაქემ ერთი დოზა მიიღო, ხოლო 132 207 სრულად აიცრა. ქვეყანაში დღესდღეობით ასტრაზენეკას, სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინები გამოიყენება.

დღეს საქართველოში კოვიდ-19-ის 2 616 ახალი შემთხვევა აღირიცხა. შედეგად, ტესტირებს დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი 7.19%-მდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა ინფიცირების აქტიური შემთხვევები და 18 197 შეადგინა, რაც 2020 წლის 25 დეკემბრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button