ახალი ამბები

შსს-მ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „თბილის პრაიდის“ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო. ორივე მათგანი დღეს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ორგანიზატორი იყო.

შსს-ს ცნობით, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრა სცადეს, რა დროსაც, მათ ჟურნალისტების სამუშაო აპარატურა დააზიანეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივნიდან დროშა ჩამოხსნეს და დახიეს, ასევე დააზიანეს ოფისის ინვენტარი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას“ და მოქალაქეებს წესრიგის დაცვის, ასევე პოლიციელთა „კანონიერი მოთხოვნების“ დამორჩილებისკენ მოუწოდებს.

ასევე წიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button