skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსების მარშის“ ჩატარება „მიზანშეუწონელია“, მის უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ დღეს, ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილის პრაიდის“ მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აქციის ორგანიზატორების უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მარშის ორგანიზატორები რისკების შესახებ გააფრთხილეს და მათ ალტერნატიული ადგილების შერჩევა შესთავაზეს. „მე მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც „მარშს“ აორგანიზებს, ქვეყანაში „სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის“ შემოტანა სურს. „სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„[ეს], რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ…. როგორც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადების პარალელურად დედაქალაქის მთავარ გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდების შესაბამისად მარშის მოწინააღმდეგე მოქალაქეები და ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების წარმომადგენლები უკვე შეიკრიბნენ.

„თბილისი პრაიდის“ დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა „მარშის“ ორგანიზებაში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს „დაუჯერებელი“ უწოდა. „პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო და უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას“, – დაწერა Twitter-ზე თაბაგარმა.

გაგრძელება იქნება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button