Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატი: ივნისში წლიური ინფლაცია 9.9% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ივნისში წლიური ინფლაცია 9.9% იყო, წინა თვესთან შედარებთ კი – ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (22%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (10.5%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (8.8%-იანი ზრდა).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (2.7%-იანი ზრდა); დასვენება, გართობა და კულტურა (1.6%-იანი ზრდა); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (0.4%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.2%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button