skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 23 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9.5%-ზე დატოვა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის თქმით, 2021 წლის მაისში წლიური ინფლაცია 7.7% იყო, ივნისში კი – ის პიკს მიაღწევს და 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7% იქნება.

სებ-ის თქმით, მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა და წინა პერიოდებში გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ინფლაციაზე გავლენა იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასებმა, ასევე გლობალურად მზარდი ნავთობის ფასებმა და საწვავის გაძვირებამ იქონია.

„კომუნალური გადასახადების სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში დამატებით დროებით გაზრდის“, – განაცხადეს სებ-ში და დასძინეს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებით ის 2022 წელს მიზნობრივ (3%-იან) მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 4 აგვისტოს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button