ევროპის მოამბე

რატკო მლადიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინ საბოლოოდ წარდგება

დღეს ჰააგის სამხედრო დანაშაულების ტრიბუნალი ყოფილი ბოსნიელი სერბი გენერალი რატკო მლადიჩის საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მლადიჩს 1995 წლის სრებრენიცის გენოციდის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სრებრენიცაში სერბულმა ძალებმა 8000 ბოსნიელი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს. დღევანდელი ვერდიქტი საბოლოო იქნება და გადასინჯვას აღარ დაექვემდებარება.

მსგავსი/Related

Back to top button