skip to content
ახალი ამბები

საკანონმდებლო ცვლილებით კოვიდ-19-ის ვაქცინის შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს

საქართველოს პარლამენტმა 28 იანვარს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელთა მიხედვითაც, კოვიდ-19-ის აცრის ან მკურნალობისთისთვის საჭირო სხვა ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

გადაწყვეტილებას მხარი 79-მა კანონმდებელმა დაუჭირა. სხდომას კვლავინდებურად მხოლოდ უმრავლესობისა და პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული 4 დეპუტატი ესწრებოდა.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების ამჟამინდელმა დეპუტატმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ ცვლილებების მიზანი კოვიდ-19-ის ვაქცინაზე საქართველოს ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ ფარმაცევტულ პროდუქციაზე იღებს, რომელსაც გამოყენების ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ან მის მიერ აღიარებულმა მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ (SRAs) მიანიჭა.

ამასთან, ზიანზე სახელმწიფო პასუხისმგებელი არ იქნება, თუკი ის გამოწვეულია იმპორტიორის დაშვებული შეცდომით; სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ; პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მწარმოებლის პასუხისმგებლობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button