skip to content
ახალი ამბები

ლავროვი აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებებზე  

რუსულ რადიოსადგურებთან – „სპუტნიკთან“, „კომსომოლსკაია პრავდასა“ და „გოვორიტ მოსკვასთან“ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკური ქართველების საკუთრების უფლების საკითხი მისი მთავრობის „მუდმივი ყურადღების ქვეშაა“.

„ცოტათი გაკვირვებულნი ვართ, რომ ეს პრობლემა მოუგვარებელი რჩება“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა – „ახლა, როდესაც აფხაზეთში ვნებათაღელვა თითქოს ჩაცხრა, ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით“.

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლების საკითხი მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში ერთ-ერთ დაბრკოლებად რჩება. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო მოსკოვის წინადადება რეგიონში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების დავების მოგვარების თაობაზე.

აფხაზები შიშობენ, რომ ამგვარი წინადადებები რეგიონში იმ ათასობით ქართველის დაბრუნებას შეუწყობს ხელს, რომელთაც აფხაზეთი 90-იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დატოვეს, ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ და რუსულ პასპორტებს ფლობენ.

მსგავსი/Related

Back to top button