ახალი ამბები
პუტინმა ბჟანიას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს“, ასლან ბჟანიას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.
მისალოც წერილში, პუტინმა ოკუპირებულ რეგიონთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ განვითარების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი კონსტრუქციული ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს“, – აღნიშნა მანვე.
„მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი აფხაზეთისთვის აქტუალური სოციალ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველანაირი დახმარების აღმოჩენას მომავალშიც აპირებს“, – დასძინა პუტინმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)