skip to content
ახალი ამბები

„იმედის“ გენერალურ დირექტორად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა

ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე შეცვალა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლალიაშვილი ამ თანამდებობაზე 6 აგვისტოს დაარეგისტრირა

ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“  გადაცემა „SWOT ანალიზი“ მიჰყავდა, მანამდე კი „იმედი Live“ ერთ-ერთი წამყვანი იყო. იგი იყო პროდიუსერი 2008 წლის აგვისტოს ომზე მომზადებული გახმაურებული ფილმისა – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ – რომლის შინაარსი „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილმა სოციალურ ქსელში გააპროტესტა. ფილმის თანახმად, რუსული ჯარები იძულებულნი გახდნენ, 2008 წელს საქართველოში შემოჭრილიყვნენ. ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ ფილმი „იმედის“ Facebook-ის გვერდიდან აიღეს.   

ნიკოლოზ ლალიაშვილი 2008-12 წლებში მეშვიდე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო საარჩევნო ბლოკ „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატების“ სიიდან. 2004-05 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი იყო. მანამდე, 2002–2004 წლებში იგი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად მსახურობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button