skip to content
ახალი ამბები

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

პრეზიდენტმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში მოახლოებული არჩევნების „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი და საზოგადოებას არჩევნების „მშვიდობიანად“ ჩატარებისკენ მოუწოდა.

„ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზოგადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ. სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – თქვა პრეზიდენტმა.

„ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას… ჩვენ ეს შეგვიძლია“, – დასძინა მანვე.

არჩევნების თარიღის დანიშვნით წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი ოფიციალურად დაიწყო და პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები ამოქმედდა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეები 120 დეპუტატს პროპორციული, 30 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. აჭარის უმაღლესი საბჭო კი – 18 პროპორციული და 3 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტდება.

მსგავსი/Related

Back to top button