ახალი ამბები

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

Tags

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს და ამ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე დაინიშნა. ჯოხაძემ პოსტზე კახა ბუხრაძე შეცვალა.

უწყებაში განმარტავენ, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ცალკე გამოიყო და ცვლილებაც ამიტომ განხორციელდა. შსს-ს ინფორმაციით, ლაშა ჯოხაძეს აქამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

რაც შეეხება კახა ბუხრაძეს, შსს-ს განმარტებით, იგი მუშაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტზე განაგრძობს. ბუხრაძე ამ ფუნქციას საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების პარალელურად ისედაც ითავსებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button