ახალი ამბები

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის 5 თებერვალს პოლკოვნიკი კახა ბუხრაძე დაინიშნა.

ამ პოსტზე მან ვასილ პეტრიაშვილი შეცვალა. თავად კახა ბუხრაძე ამ დრომდე საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

მანამდე კახა ბუხრაძეს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა. სწორედ მის ხელმძღვანელობას დაემთხვა 2017 წელს ბათუმში მომხდარი არეულობა, რა დროსაც პოლიციისა და კერძო პირების მანქანები დაიწვა, ასევე დაზიანდა მაღაზიები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button