ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

Tags

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა 23 დეკემბერს განაცხადა: „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით“.

ორტაგუსმა ასევე თქვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს“ და რომ „ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე განმარტა, რომ შტატები მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიმდინარე დიალოგს.

„ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან – საქართველოსთან – მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გასაძლიერებლად“, – თქვა ბოლოს ორტაგუსმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button