skip to content
ახალი ამბები

ხაჯიმბამ ოჩამჩირის რაიონის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 19 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად გენადი წვიჟბა დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა გივი დოპუა, რომელიც თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.

თანამშრომლებისთვის წვიჟბას წარდგენისას, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა სახელმწიფოს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდეს. მისივე თქმით, რაიონის ახალ ხელმძღვანელს თანამშრომელთა მხარდაჭერა დასჭირდება, რათა ის, რაიონის საკეთილდღეოდ, წარმატებით გაუძღვეს საქმეს.

თავის მხრივ, გენადი წვიჟბამ აღნიშნა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მოსახლეობას აწუხებს.

სოხუმის სტატისტიკური მონაცემებით, ოჩამჩირის რაიონში, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 25 600-მდე ადამიანი ცხოვრობდა, საიდანაც დაახლოებით 2 500 ქართველი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button