ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა

Tags

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის საპარლამენტო მდივნად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ბექა დოჭვირი დანიშნა.

მანამდე, საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის სხვა მოადგილე, ნათია მიქელაძე ასრულებდა, რომელიც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოზიციაზე საქმიანობას განაგარძობს.

ბექა დოჭვირი, 2017-2019 წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, მანამდე კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2015- 2016 წლებში, ის მთავრობასთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანებლობდა. 2013-2015 წლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატში საქმიანობდა. 2009-2013 წლებში კი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სამინისტროების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში, ასევე პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button