skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს სტუმრობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი, რომელიც 29-31 ოქტომბერს თბილისს სტუმრობს, საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა და კენტმა „სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი“ განიხილეს. 

მხარეებმა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობაც“ განიხილეს და „საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზეც იმსჯელეს“.

ვიზიტის ფარგლებში, ჯორჯ კენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა და მასთან მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი განიხილა.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button