არჩევნები 2018ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში არჩევნებზე იმსჯელა

Tags

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა, რომელიც 11-13 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობს, განაცხადა, რომ „აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რომ მან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმატებული არჩევნები ჩაატაროს“.

„ჩვენ გვესმის, რომ არჩევნებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში, ხშირად ფარული რიტორიკა სდევს თან, მაგრამ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი ქართველებს შორის ცივილური იქნება, კერძოდ კი, არ მოხდება თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე იმ მოქალაქეობრივი უფლებების გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ“, – განაცხადა კენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაძაბულობა საზოგადოების წევრებსა და ოფიციალურ პირებს შორის ხდება ხოლმე „ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში“, მათ შორის, აშშ-სა და საქართველოში, მაგრამ „ჯანსაღ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღი ბალანსი და დინამიკა არსებობს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს და ეს მისი პირველი ვიზიტია ახალ რანგში. ჯორჯ კენტი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, დღეს კი ის სომხეთში გაემგზავრება.

თბილისში ჯორჯ კენტი საქართველოს ლიდერებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, ბიზნესკომპანიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კენტის თქმით, მისი ვიზიტი საქართველოს „შესაძლებლობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს, რომ დინამიური ეკონომიკა შექმნას“, ასევე გააძლიეროს დემოკრატია, რათა მიაღწიოს საკუთარ მიზნებს და გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი კონტრიბუტორი წევრი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button