Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ ცხინვალსა და სოხუმთან საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მდებარე ახალ საწარმოებს დააფინანსებს

ამერიკის შეერთებული შტატები ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან საოკუპაციო ხაზების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 აშშ დოლარს გამოყოფს, განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში 19 სექტემბერს. აღნიშნული პროექტი საპარტნიორო ფონდისა და USAID Zrda აქტივობის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, საპარტნიორო ფონდი და USAID Zrda პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საოკუპაციო ხაზების მიმდენარე სოფლებში ინვესტიცია განახორციელონ და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყონ ხელი. კერძოდ, გრანტები გაიცემა ინოვაციური ბიზნეს გეგმების შესამუშავებლად საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიის – „სტარტაპ საქართველოს“ მეშვეობით.

USAID/Georgia-ს ინფორმაციით, კერძო სექტორის განვითარება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის. USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა განაცხადა გუშინ, რომ ეს პროექტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ „მოწყვლად თემში“ ეკონომიკური ზრდისა და შესაძლებლობების მხარდაჭერის მიმართ აშშ-ის ერთგულების „პირდაპირი დასტურია“.

მისი თქმით, ამ მხარდაჭერის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება, რათა ისინი უფრო ძლიერი და ნაკლებად მოწყვლადი გახდნენ საგარეო ეკონომიკური გავლენების მიმართ. „დღევანდელი ღონისძიება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს კერძო სექტორის მიერ მხარდაჭერილი განვითარება საქართველოში“, – განაცხადა ვიბლერმა და იმედი გამოთქვა, რომ „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში მხარდაჭერილი მცირე ბიზნესები „საქართველოს სხვა კუთხეებში ინოვაციებისა და სამეწარმეო წარმატების მაგალითი უნდა გახდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button