ახალი ამბები

გახარიამ ვიცე-პრემიერები დანიშნა

Tags

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცქიტიშვილი და წულუკიანი „გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და ეს ცვლილება გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“.

ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობას მამუკა ბახტაძის მთავრობაშიც იკავებდა. წულუკიანი კი, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლიდან, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ უწყვეტად მუშაობს.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა. ახლად დამტკიცებულმა მთავრობამ პირველი სხდომა დღეს გამართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button