civil.ge
საპროტესტო აქციის მეხუთე დღეს „პირველი გამარჯვება“ აღნიშნეს
დღეს საღამოს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია ისევ ზუსტად შვიდ საათზე განახლდა. უამინდობის მიუხედავად, პროტესტის გამოსახატად და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ გასახმოვანებლად კვლავ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას „პირველი, მცირე გამარჯვება“ მიულოცეს, რაც ხელისუფლების მიერ მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებაში …