ახალი ამბები

„ლიბერალს“ ჟურნალისტები და რედაქტორები ტოვებენ

Tags

ონლაინ-გამოცემა „ლიბერალს“ ჟურნალისტები და რედაქტორები ტოვებენ. მათ მიერ 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, „ლიბერალის“ უკვე ყოფილი 11 თანამშრომელი აწერს ხელს.

ჟურნალისტების განმარტებით, გამოცემის მფლობელს შორენა შავერდაშილს „ლიბერალის“ პოზიციონირება არ მოსწონს და მან თანამშრომლებს საკადრო ცვლილებები, ასევე „მისი ნდობით, აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება დაუანონსა“.

„რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა“, – აცხადებენ „ლიბერალის უკვე ყოფილი თანამშრომლები.

ისინი პარტნიორებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონორებს, ასევე მკითხველს ნდობისა და ერთგულებისთვის მადლობას უხდიან და „მალე, ისევ მედიაში, ახალ პლატფორმაზე“ შეხვედრამდე ემშვიდობებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button