ახალი ამბები

პოლონეთის სენატის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

პოლონეთის სენატის თავმჯდომარე სტანისლავ კარჩევსკი, რომელიც 20-23 მაისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინზე, კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ და პოლონელ ხალხებს „ისტორიული მეგობრობა“ აკავშირებთ და რომ კარჩევსკის ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„პარლამენტის სახელით, მინდა, მადლიერება გამოვხატო პოლონეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს თავისუფლების და ერთიანობის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. იგი ასევე მიესალმა პოლონეთს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის სენატის თავმჯდომარე ცხინვალის რეგიონის მახლობლად მდებარე სოფელ ოძისსაც ესტუმრა. 22 მაის ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსაც შეხვდა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button