civil.ge
სოხუმი და ცხინვალი საქართველოში ნატოს ქმედებებს აკრიტიკებენ
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ხელისუფლებებმა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები 2019“ გააკრიტიკეს. 25 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო სწავლება „ღია გამოწვევაა აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ“. „მოვუწოდებთ თბილისს და ბრიუსელს აღიარონ სამხედრო ამბიციების ამგვარი ღია დემონსტრირების დესტრუქციული ბუნება“, - ნათქვამია განცხადებაში. სოხუმის განცხადებით, საქართველოს …