ახალი ამბები

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტებში, როტაციის საფუძველზე, ორი ახალი დირექტორი დაინიშნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დიმიტრი ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც 2016 წლიდან დღემდე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკავა.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს და ამ თანამდებობას ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით თამაზაშვილი უხელმძღვანელებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი მამუკა საღარეიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

14 სექტემბერს შს მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გაგა კირკიტაძე დანიშნა, რომელიც მანამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ქვემო ქართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად 14 სექტემბერს ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button