skip to content
ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

უზენაესი სასამართლოს მიერ 2 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, გვენეტაძემ, რომელიც თანამდებობაზე 10 წლიანი ვადით, 2015 წლის მარტში აირჩიეს, მისი პოსტზე ყოფნის დროს გატარებული რეფორმები მიმოიხილა და საერთაშორისო დონორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა  უნდა დაასახელოს, შემდეგ კი, პარლამენტმა დაამტკიცოს. კანდიდატის დასამტკიცებლად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

მსგავსი/Related

Back to top button