civil.ge
აფგან მუხთარლის საქმის ეფექტიანად გამოძიების მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან ზუსტად ერთი წლის გაუჩინარების საქმის ეფექტიანად გამოძიებისა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, 29 მაისს, თბილისში, საქართველოს პარლამენთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი არაამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ იყო. მდუმარე აქცია-პერფორმანსი თბილისის დროით, საღამოს ხუთ საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთს გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა მუხთარლის საქმის არაეფექტიანი გამოძიება სიმბოლურად …