ფოტოგალერეა

თბილისში ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

აქტივისტებმა 8 მარტს თბილისში ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მათი მოთხოვნა იყო თანასწორობა და მეტი ქალი პოლიტიკაში, საქართველოს პარლამენტში კვოტების დაწესების გზით. ამჟამად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 18 ქალი დეპუტატია. 2015 წლის ნოემბერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ავალდებულებდა პოლიტიკურ პარტიებს დეპუტატობის კანდიდატთა სიაში ყოველი მესამე ქალი შეეყვანათ. თუმცა, მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, როგორც მისი ერთ–ერთი ავტორი აცხადებს, მხარდაჭერის ნაკლებობის გამო.

მსგავსი/Related

Back to top button