ფოტოგალერეა

საბჭოთა პერიოდის სიმბოლოები

პარლამენტმა 31 მაისს დაამტკიცა “თავისუფლების ქარტია“, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრას. იმ დროს, როდესაც ფაშისტური სიმბოლიკა ფაქტიურად არ არსებობს საქართველოში, თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებსა და შენობებზე უამრავი საბჭოთა სიმბოლოა გამოსახული – საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა. ახლად მიღებული კანონის თანახმად, კანონის მიზანია „საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ქუჩების, სოფლების და დაბების სახელწოდებების, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის სხვა მატარებელი საშუალებების აღკვეთა“. კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას იმ საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის შესახებ, რომლებიც მოიცავენ საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის ელემენტებს. შემდეგ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას თითოეულ ასეთ სიმბოლოზე ან ქუჩის და სოფლის სახელზე, რომელიც საბჭოთა წარსულთან ასოცირდება. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონის სრულფასოვან ამოქმედებას საბჭოთა დანატოვარის სრული განადგურების გზით მოყვება ბევრი იმ შენობის ნგრევა ან დამახინჯება, რომლებიც უკვე წარმოადგენენ საქართველოს ისტორიის ნაწილს.

მსგავსი/Related

Back to top button