ფოტოგალერეა

ეკვადორის კულტურის დღეები საქართველოში

2009 წლის ოქტომბერში, როდესაც ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორერა მოსკოვს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ეკვადორი განიხილავდა სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს. თუმცა WikiLeaks–ის მიერ გამოქვეყნებულ ერთი კონფიდენციალური ტელეგრამის თანახმად, ეკვადორის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობა პრესაში გააზვიადეს და რეალურად პრეზიდენტ კორერას რუსეთისთვის ამგვარი დაპირება არ მიუცია. 2010 წლის აპრილში საქართველომ ეკვადორში მოლაპარაკებებისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგზავნა, ხოლო 2010 წლის მაისში პრეზიდენტ სააკაშვილს ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა თავის ეკვადორელ კოლეგასთან კოსტა–რიკას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში. 27–29 მაისს საქართველომ თბილისსა და ბათუმში ეკვადორის კულტურის დღეებს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კონცერტები, გამოფენები და ფილმების ჩვენებები გაიმართა.

მსგავსი/Related

Back to top button