Placeholder canvas
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2013-2017 (მლნ. აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 12 მარტს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16.2%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 1.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 89.1 %–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 497 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი  ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 527 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 304 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა  – 294 მლნ აშშ დოლარი; ენერგოსექტორი – 188 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 159 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 90 მლნ აშშ დოლარი;  დამამუშავებელი მრეწველობა – 74 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 54 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 3.6 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა – 3.3 მლნ აშშ დოლარი; სხვა სექტორები – 162 მლნ აშშ დოლარი. 

2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა – 482 მლნ აშშ დოლარი – აზერბაიჯანიდან შემოვიდა; შემდეგ მოდის თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ნიდერლანდებში დარეგისტრირებული  კომპანიები – 279 მლნ, 250 მლნ და 224 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად; ჩეხეთი – 133 მლნ აშშ დოლარით;  ამერიკის შეერთებული შტატები – 74 მლნ აშშ დოლარით; არაბთა გაერთიანებულ საემიროები – 62 მლნ აშშ დოლარით;  პანამა – 54 მლნ აშშ დოლარით და ჩინეთი – 51 მლნ აშშ დოლარით.

როგორც წესი, „საქსტატი“ წინა წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საბოლოო მონაცემებს ყოველ აგვისტოს აქვეყნებს.

მსგავსი/Related

Back to top button