skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი დავოსში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც 22-24 იანვარს დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  დაგეგმილია  გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის  ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით  გამოვა დისკუსიაზე – Strategic Outlook – Eurasia. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან  ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

 

მსგავსი/Related

Back to top button