skip to content
ახალი ამბები

სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა


წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია, 15 ივნისი, 2017. ფოტო: mod.gov.ge

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა.

„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება, რომელსაც პარლამენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ყოველწლიურად იღებს, დეპუტატებმა 13 დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

მსგავსი/Related

Back to top button