skip to content
ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე, 4-5 დეკემბერს ბრიუსელს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ასევე – აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს, და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. 

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართება, რომელზეც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

მსგავსი/Related

Back to top button