skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 1 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე 89 ხმით დაამტკიცა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-დან 4.5%-მდე იზრდება.

ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები 30 მლნ ლარით იზრდება და 11.4 მლრდ ლარს შეადგენს, საბიუჯეტო ასიგნებები კი 305 მლნ ლარით იზრდება და 11.7 მლრდ ლარს აღწევს.

საგადასახადო შემოსავლები 160 მლნ ლარით იზრდება და 8.9 მლრდ ლარს შეადგენს, ასევე 46.7 მლნ ლარით იზრდება უცხოური გრანტების სახით მისაღები შემოსავალი, რომელიც 331.2 მლნ ლარს მიაღწევს.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით, რვა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, მათ შორის:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამატებით 106 მლნ ლარს მიიღებს და მისი დაფინანსება 476 მლნ ლარს შეადგენს.
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 65 მლნ ლარით იზრდება და 323 მლნ ლარს შეადგენს.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 30 მლნ ლარით იზრდება და 1.3 მლრდ ლარს შეადგენს.
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დამატებით 10 მლნ ლარს მიიღებს და მისი დაფინანსება 146 მლნ ლარს მიაღწევს.
  • ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 65 მლნ ლარით იზრდება და 197.3 მლნ ლარს შეადგენს.
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დამატებით 15 მლნ ლარს მიიღებს და მისი ბიუჯეტი 99.8 მლნ ლარს შეადგენს.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 5 მლნ ლარით იზრდება და 115 მლნ ლარს შეადგენს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 14 მლნ ლარით იზრდება და 599 მლნ ლარს შეადგენს.

2018 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია. მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განსაზღვრულია 4.5%-ით.

მსგავსი/Related

Back to top button