skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისიწნებული საკითხები განიხილეს, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ნატოს სამიტი.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა სხდომაზე კონსტიტუციის პროექტის შესახებ არ უმსჯელიათ და მხოლოდ „დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს“.

„პირველ რიგში ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა… ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ ნატოს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვის გეგმაზე… განვიხილეთ ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში და ეს იყო მთავარი საკითხები. ჩვენ მიმოვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ის წვრთნები, რომელიც ტარდება და ის სირთულეები, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ შეხვედრა „კონსტრუქციულ“ რეჟიმში წარიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ უშიშორების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

მსგავსი/Related

Back to top button