skip to content
ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი, 7 სექტემბერს ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ის რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.9662 დაეცა.

დღეს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9579 შეადგინა.  

ლარი ასევე გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში და 2.4802 შეადგინა. ერთი დღით ადრე ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.4926 იყო. 

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.7846 დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში. 2017 წლის თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში მან გაუფასურება განაგრძო, ხოლო თებერვლიდან გამყარება დაიწყო. 

ლარი შედარებით სტაბილური იყო დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე, სექტემბრამდე და მისი გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.39-2.44 იყო, რაც 40%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუმცა სექტემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button