
ახალი ამბები
პუტინი: ‘ჩვენ ვაპირებთ გავიმყაროთ პოზიციები’ სამხრეთ კავკასიაში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში მისი ვიზიტის ფარგლებში 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას აპირებს.
„რუსეთი აქედან არსად წასვლას არასოდეს არ აპირებდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ გავამყაროთ საკუთარი პოზიციები იმიერკავკასიაში “, – განაცხადა მან რუსულ-სომხურ რეგიონთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიუმრიში – ქალაქში, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული.
აპლოდისმენტების შემდეგ პუტინმა განაგრძო: „ჩვენ გავამყარებთ საკუთარ პოზიციებს იმიერკავკასიაში ყველაფერ იმ კარგზე დაყრდნობით, რაც ჩვენი წინაპრებისგან მივიღეთ, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთანაც, კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე დაყრდნობით“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)