ახალი ამბები

‘ტექნიკურმა ხარვეზმა’ სააკაშვილის ბუქარესტიდან დროულ დაბრუნებას ხელი შეუშალა

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ბუქარესტში ევროპის ხალხთა პარტიის ყრილობაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოში 19 ოქტომბერს ღამის 2 საათზე, ანუ დაგეგმილზე უფრო გვიან დაბრუნდა თვითმფრინავის „ტექნიკური ხარვეზის“ გამო, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ხუთშაბათს საღამოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინებოდა, რომ თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში „ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა“.

„ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაახლოებით ოთხ საათში პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რუმინეთიდან საქართველოში 19 ოქტომბერს ღამის 02:00 საათზე დაბრუნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button