
ახალი ამბები
პრეზიდენტის პრესსპიკერი: ‘კრიმინალური შემთხვევა’ ვერ გააფუჭებს ურთიერთობებს ისრაელთან
ორი ისრაელელი ბიზნესმენის გასამართლება "ვერ დაასუსტებს მტკიცე კავშირებს“ საქართველოს და ისრაელს შორის, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 5 აპრილს.
"ეს არის სახელმწიფოთაშორისო საკითხი და ის გადაწყდება სასამართლოს გზით; ამასთან გვჯერა, რომ ამგვარი კრიმინალური შემთხვევები ისეთ მტკიცე ურთიერთობებსა და კავშირს, როგორიც არსებობდა და არსებობს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის, ჩრდილს ვერ მიაყენებს და ვერ დაასუსტებს,“ – განაცხადა მან.
პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს არა მარტო ისრაელელი ბიზნესმენები, არამედ ნებისმიერი მსჯავრდებული და "ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლება“.
This post is also available in: English Русский