ახალი ამბები

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილის და მისი დის რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო,  31 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. მაია რჩეულიშვილს კი ამავე საქმის სხვა ეპიზოდში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

დებს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება და უკანონო მითვისება ედებათ ბრალად.

მსჯავრდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.

მსგავსი/Related

Back to top button