skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის და საქართველოს ოფიციალური პირები უვიზო მიმოსვლას Twitter-ზე ეხმიანებიან

საქართველოს და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა Twitter-ზე მიულოცეს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი – „საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება“.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი – „ისტორიული დღეა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის აღსანიშნავად! მადლობა ჩვენს მეგობრებს! საქართველო, განაგრძე სვლა ევროპული ინტეგრაციისკენ!“

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე – „ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან/შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას! მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს!“

სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე – „ისტორიული დღეა საქართველოსთვის! ვულოცავ ჩვენს ხალხს და მადლობას ვუხდი ჩვენს მეგობრებს!“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი – „შედეგი მიღწეულია. ვზეიმობთ უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის და გაერთიანებულ ევროპას, რომელიც დაპირებებს ასრულებს.“

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი – „გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს, რომელიც დღეს შევიდა ძალაში. ისიამოვნეთ ევროპით!“

ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი – „დღესდღეობით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში შეუძლიათ მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელება“.

ევროპარლამენტარი მიჰავ ბონი – „საქართველოს ძვირფასო მოქალაქეებო, დღეიდან შეგიძლიათ უვიზოდ იმუგზაუროთ ევროპაში. გილოცავთ!“

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი – „ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღებას!“

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე – „გზა ევროპისკენ გაიღო ქართველი ხალხისთვის! საქართველო, უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! გილოცავთ!“

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას! დიდი ნაბიჯი ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისკენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ესტონეთში!“

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი – „28 მარტიდან ქართველები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ 90 დღის პერიოდით. დამსახურებული და დროული გადაწყვეტილება!“

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – „ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლატვიაში და შემოგვიერთდით ჩვენი ასი წლისთავის ზეიმზე“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვოლსტრომი – „ვულოცავ საქართველოს დღეიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას. მეტ კონტაქტს უფრო ღრმა ურთიერთობები მოაქვს. გილოცავ საქართველო!“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button