ახალი ამბები

ქართული ოცნების საარჩევნო სია

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს იმ კანდიდატების სრული სია, რომლებიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით იყრიან კენჭს, 9 სექტემბერს მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც წინა დღეს სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. 

155-წევრიანი საარჩევნო სიის პირველ მესამედში 20 მოქმედი დეპუტატია, თუმცა არცერთი მათგანი არ ფიგურირებს წამყვან ათეულში, რომელიც 8 სექტემბერს გამოქვეყნდა და სადაც, ძირითადად, მმართველი პარტიის ახალი წევრები არიან წარმოდგენილნი.

სიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც კანდიდატობის გამო თანამდებობის დატოვება აღარ მოუწევს, განსხვავებით სიაში მისი მომდევნო კანდიდატისგან, კახა კალაძისგან, რომლის ენერგეტიკის მინისტრობაც კანდიდატობასთან შეუთავსებელია და მან მთავრობა უნდა დატოვოს. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის არჩევნების შემდეგ დეპუტატად დარჩენას არ აპირებს – ქართული ოცნება, გამარჯვების შემთხვევაში, მას ისევ პრემიერ-მინისტრად აირჩევს.

ქართული ოცნების კანდიდატები სიაში შემდეგ ადგილებს იკავებენ:

1. გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების ლიდერი
2. კახა კალაძე 
3. ირაკლი კობახიძე 
4. თამარ ჩუგოშვილი 
5. გიორგი გახარია 
6. აკაკი ზოიძე 
7. თამარ ხულორდავა 
8. რომან კაკულია 
9. სოფო ქაცარავა  
10. ირინა ფრუიძე.    
11. კახაბერ  კუჭავა 
12. მანანა კობახიძე  – დეპუტატი
13. ეკა  ბესელია  – დეპუტატი
14. ზვიად კვაჭანტირაძე  – დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერი
15. ზვიად ძიძიგური  – დეპუტატი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი
16. გია ჟორჟოლიანი  – დეპუტატი
17.  გიორგი გაჩეჩილაძე  – დეპუტატი, მწვანეთა პარტიის ლიდერი
18.  ირაკლი კოვზანაძე  – საპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი დეპუტატი
19.  რუსლან  პოღოსიანი – დეპუტატი
20.  მახირ დარზიევი – დეპუტატი
21.  არჩილ ხაბაძე – აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური
22.  ლერი  ხაბელოვი – დეპუტატი
23.  სამველ  მანუკიანი
24.  ვიქტორ ჯაფარიძე  – დეპუტატი
25.  ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია – დეპუტატი
26.  ისკო დასენი – ყოფილი პროკურორი, მოლდოვას საპატიო კონსული საქართველოში 
27.  დიმიტრი სამხარაძე 
28.  ვანო ზარდიაშვილი 
29.  შოთა შალელაშვილი 
30. ერეკლე ტრიპოლსკი  – დეპუტატი
31. მირიან წიკლაური  – დეპუტატი
32.  გიორგი კახიანი  – დეპუტატი
33.  რევაზ არველაძე – 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი
34.  დიმიტრი ცქიტიშვილი 
35.  გიგა  ბუკია  – დეპუტატი, კონსერვატორი
36.  თეიმურაზ კოხრეიძე 
37.  თეიმურაზ  ჭკუასელი  – დეპუტატი
38.  სვეტლანა კუდბა  – აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
39.  რატი იონათამიშვილი 
40.  დიმიტრი ხუნდაძე  – დეპუტატი, მცხეთის მაჟორიტარი კანდიდატი
41.  ოთარ  ჩრდილელი – დეპუტატი
42.  ალექსანდრე ერქვანია 
43.  ენძელა  მაჭავარიანი – ჟურნალისტი
44.  გია  ბენაშვილი
45.  კარლო კოპალიანი  – დეპუტატი
46.  გუგული  მაღრაძე  – დეპუტატი
47.  დავით მათიკაშვილი 
48.  გიორგი ხატიძე 
49.  ანრი ოხანაშვილი 
50.  ლევან მგალობლიშვილი 
51.  ირაკლი ზარქუა 
52.  თემურ გოცირიძე
53.  ბენედიქტე ქაშაკაშვილი
54.  პაატა გოგოხია 
55. ჯუმბერ იზორია 

56-დან სიაში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები არიან შეყვანილნი. ერთადერთი გამონაკლისი მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძეა, რომელიც მოქმედ პარლამენტში ამავე ოლქიდან არის არჩეული მაჟორიტარად და საარჩევნო სიაში მე-40 ადგილი უკავია.

საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით; თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button