skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: მშპ–ს ზრდამ 2016 წლის პირველ ნახევარში 2.9% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ ექვს თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2.9% შეადგინა. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.6% იყო.

ივნისში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.9% შეადგინა, რის შედეგადაც მეორე კვარტალში 3.1%–იანი ზრდა დაფიქსირდა; პირველ კვარტალში ზრდის ტემპი 2.6% იყო.

საქართველოს მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button