ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო სიის პირველი 57 კანდიდატი დაამტკიცა

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ მაისში პარტიული სიის ათეულის წარდგენიდან ორი თვის შემდეგ, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომდევნო კანდიდატებიც დაასახელა, თუმცა სია ჯერ კონკრეტული კანდიდატებით ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის.

22 ივლისს გამართულმა პარტიის პოლიტსაბჭომ პოტენციური 200-კაციანი სიის პირველი 57 კანდიდატი დაამტკიცა, რომელთაც დეპუტატი დავით ბაქრაძე ლიდერობს და რომელთა შორისაც სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი 11 კანდიდატიცაა.

იმ კანდიდატებს, რომლებიც პარტიული სიის დასაწყისში არიან მოქცეულნი, მეტი შანსი აქვთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადგილები მოიპოვონ იმ შემთხვევაში, თუ პარტია 5%–იან ბარიერს გადალახავს.

სიაში მე-11 ადგილიდან შემდეგი თანმიმდევრობით შედიან: დეპუტატი გიორგი კანდელაკი; 12. ლელა ქებურია; 13.  დეპუტატი  აკაკი ბობოხიძე; 14.  გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, პარტიის საგარეო ურთიერთობათა ამჟამინდელი მდივანი; 15. თენგიზ გუნავა, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი; 16. დეპუტატი ირმა ნადირაშვილი; 17. მამუკა ჩიქოვანი, წარდგენილია რუსთავის N29 ერთმანდატიან ოლქში; 18.  დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა; 19. დეპუტატი გიორგი თევდორაძე; 20.  პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, წარდგენილია საგარეჯოს N23 საარჩევნო ოლქში; 21. ლაშა დამენია; 22. დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი; 23. ნიკოლოზ ნაყოფია; 24. დეპუტატი ზაზა კედელაშვილი; 25. დეპუტატი აზერ სულეიმანოვი, წარდგენილია მარნეულის N35  ერთმანდატიან ოლქში; 26. დეპუტატი გიგი წერეთელი; 27.  დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი, წარდგენილია გურჯაანის N24 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში; 28. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე  ნინო კალანდაძე; 29.  დეპუტატი ომარ მეგრელიძე; 30.  არსენ კარაპეტიანი, წარდგენილია ახალქალაქი/ნინოწმინდას N46  საარჩევნო ოლქში; 31. დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი; 32. ყოფილი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი,  წარდგენილია გორის N42 საარჩევნო ოლქში; 33. ადიგენის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი; 34. დეპუტატი ეკატერინე ხერხეულიძე; 35.  დეპუტატი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე  ლევან თარხნიშვილი; 36.  დიმიტრი ძაგნიძე, „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე ადვოკატი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო 2012–2013 წლებში და მანამდე იუსტიციის მინისტრი მოადგილედ მუშაობდა; 37. დავით გოგოხია; 38. ლევან კონჯარია; 39. მამუკა საღარეიშვილი; 40. სოფიო სიუკაევა, თერჯოლის საკრებულოს წევრი; 41.  ნინო კვიტაიშვილი, საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი; 42. დეპუტატი დავით დარჩიაშვილი; 43.  ხათუნა ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებელი; 44.  ლალი რამინაშვილი, თბილისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი; 45.  ბესიკ კვიციანი, წარდგენილია ისნის N8 საარჩევნო ოლქში; 46. ბესიკ წერედიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი; 47. კონსტანტინე მიქელაძე; 48.    ზვიად დუშმანაშვილი; 49. გევორქ შუშანიანი; 50. თამარ დალაქიშვილი; 51. ოთარ სირაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი; 52.  ლაშა იმერლიშვილი; 53.  ვიტალი გოგუაძე; 54.  ნატალია ბაბუხადია; 55. როინ მახარობლიძე, წარდგენილია ხაშურის N43 საარჩევნო ოლქში; 56. ბაკურ მგელაძე; 57. ლევან ბაღაშვილი.

58-დან, პარტიის განცხადებით, სიის ნუმერაცია პირობითია და გრძელდება იმ მაჟორიტარი კანდიდატებით, რომელთა ვინაობაც ჯერ უცნობია, რადგან პარტიას ისინი ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია და ასევე იმ 23 კანდიდატით, რომლებიც ამა თუ იმ ერთმანდატიან ოლქში ამომრჩეველს უკვე წარუდგინეს.

სიაში მოხვედრილი მაჟორიტარობის ეს 23 კანდიდატია: ვაკის N3 საარჩევნო ოლქში წარდგენილი, ამჟამინდელი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი; საბურთალოს N4 ოლქში – ჯარჯი დოლიძე; საბურთალოს N6 ოლქში – სევდია უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, დედაქალაქის მერის ყოფილი მოადგილე; სამგორი N11 ოლქში –  ირაკლი ნადირაძე; დიდუბის N16 ოლქში – ირაკლი დვალი; ნაძალადევის N18 ოლქში – მამუკა გუგეშაშვილი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი; ნაძალადევის N19 ოლქში –  ლერი დემეტრაშვილი; სიღნაღი/დედოფლისწყაროს N25 ოლქში –  დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი; ლაგოდეხი/ყვარლის N26 ოლქში –  გურამ კაკალაშვილი; თელავის N27 ოლქში –  გიორგი ბოტკოველი, კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე; ახმეტის N28 ოლქში – შაქრო ტერტერაშვილი;  რუსთავის N30 ოლქში – დავით კირკიტაძე, ქვემოს ქართლის ყოფილი გუბერნატორი; გარდაბნის N31 ოლქში –  რამინ ბაირამოვი; ბოლნისის N33 ოლქში – სამირა ისმაილოვა; მარნეულის N36 ოლქში –  ხანახმედ იმამკულიევი; კასპის N39  ოლქში – ნუგზარ ნონიაშვილი; ქარელის N40 ოლქში –  ილია ბურჯანაძე; გორის N41 ოლქში – თამაზ გოგლიძე; ახალციხე/ადიგენის N44 ოლქში  –  ვაჟა ჩიტაშვილი; ბორჯომი/ასპინძის  N45 ოლქში –  ტარიელ ლონდარიძე, ამჟამინდელი დეპუტატი; საჩხერის N53 ოლქში –  ზურაბ ცერცვაძე, ამავე მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი; ჭიათურის N56 ოლქში – გიორგი ჩიკვილაძე; ოზურგეთის N59 ოლქში – დავით მჟავანაძე.

120-დან სიაში პარტიის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიკავებენ ადგილებს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვინაობა მითითებული არ არის.

კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიხედვით, 8 სექტემბერი პარტიული სიების და ასევე პარტიების/ბლოკების მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციისთვის წარდგენის ბოლო ვადაა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button