skip to content
ახალი ამბები

თბილისის სამხრეთ–დასავლეთით მიწისძვრა მოხდა

4.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რომელიც 12 ივლისს ადგილობრივი დროით 14:14 საათზე მოხდა და რომლის ეპიცენტრიც დმანისის მახლობლად იყო,  ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა, იტყობინება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრი.

ეპიცენტრი თბილისიდან დაახლოებით 72 კილომეტრში და დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრში, სოფელ სოგუთლოში დაფიქსირდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგი ბარბაქაძის თქმით, მიწისძვრას რაიმე ნგრევა არ მოყოლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button